საზოგადოება
ნინო ბურჯანაძე: „სააკაშვილს საომარი მოქმედებების დაწყებისკენ ბოკერია, მერაბიშვილი, ტყეშელაშვილი და ლომაია უბიძგებდნენ“

1-nino-vardebiსაქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძის განმარტებით, რომელიც მან გაზეთ „რაო-რაოსთან"  ინტერვიუში გააკეთა, 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილს საომარი მოქმედებების დაწყებისკენ მისი გარემოცვა უბიძგებდა.

ესენი იყვნენ: გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილი, ეკა ტყეშელაშვილი, კახა ლომაია. ერთადერთი გამონაკლისი იყო გელა ბეჟუაშვილი. ეს ადამიანები სააკაშვილს უმტკიცედენ, რუსები ჟანგიანი ტანკებით ომს ვერ მოგვიგებენო. ისინი სააკაშვილს ეუბნებოდნენ, ვიდრე ჯორჯ ბუში ამერიკის პრეზიდენტი, ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ და ომი დავიწყოთო."-აცხადებს ნინო ბურჯანაძე, რომლის თქმითაც, 3 აგვისტოს იგი სააკაშვილს შეხვდა.

„კატეგორიულად გავაფრთხილე, რომ საომარ მოქმედებებში არ ჩაბმულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემმა არგუმენტებმა არ გაჭრა. სააკაშვილმა დაპირება, რომ ომში არ ჩაებმებოდა, არ შეასრულა. ომის დასრულებიდან ათ დღეში, ამერიკაში ვიზიტისას, სახელისუფლებო დელეგაცია პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარით დაწყებული, ვიცე-პრემიერ გია ბარამიძით დამთავრებული, ქვეყნის რთული ვითარებიდან გამოყვანას კი არა, ფულს ითხოვდნენ. ამერიკელებს ეუბნებოდნენ, მოგვეცით ფული, ეკონომიკურად დაგვეხმარეთ, თორემ ხალხი ჩამოგვაგდებსო," -აცხადებს ბურჯანაძე.