აქტუალური
საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი შს ექს-მინისტრ ვანო მერაბიშვილის მიმართ 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს, – ამის შესახებ მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჩივიაშვილის ინფორმაციით, 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებული დასკვნა ამერიკის სახელწიფო დეპარტამენტის დავალებით და დაფინანსებით გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ მიტინგის ორგანიზატორები პროვოკაციებს აწყობდნენ.