სამართალი
დაკავებისას მან პოლიციელებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით და 8 საბრძოლო ვაზნით, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მისი კუთვნილი „აუდის“ მარკის ავტომანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღი „ზიგზაუერი“, 3 მჭიდი და 42 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და პოლიციისთვის წინააღმდეობის გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).