აქტუალური
ანდრო ბარნოვი: „მინდა დიდი შეშფოთება გამოვხატო პრემიერის სამარცხვინო საქციელის გამო, როდესაც იგი იცინოდა მაშინ, როცა პრეზიდენტი დაღუპული გმირების შესახებ საუბრობდა“

barnov-androსაქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვის განცხადებით, რომელიც ბათუმში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდზე გამართული მიღებისას ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის დროს პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულებას გამოეხმაურა, სამარცხვინოა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იცინოდეს მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი დაღუპული გმირების შესახებ ლაპარაკობს.

„მინდა დიდი შეშფოთება გამოვხატო პრემიერის სამარცხვინო საქციელის გამო, როდესაც იგი პრეზიდენტის უკან იდგა და იცინოდა მაშინ, როცა პრეზიდენტი დაღუპული გმირების შესახებ საუბრობდა. მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ ხმა აიმაღლოს იმ აგდებული დამოკიდებულების წინააღმდეგ, როგორიც პრემიერ-მინისტრმა აჩვენა ჩვენი დაღუპული გმირების, ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის მიმართ. ასევე გული დამწყდა პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ, რადგან მას ელემენტარული გამბედაობა, პოლიტიკური ობიექტურობა არ ეყო იმისათვის, რომ სათანადო შეფასება გაეკეთებინა. იმის ნაცვლად, რომ პრემიერ-მინისტრის სრულიად უგვან საქციელზე ელაპარაკა, პრეზიდენტის თითქოს არაადეკვატური საუბრის თაობაზე გაამახვილა ყურადღება. პრეზიდენტი საუბრობდა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე... არ ვიცი, რა ამოძრავებს ამ ხალხს, რა იდეალებს ემსახურება და საერთოდ, რა უნდა პოლიტიკაში“, - განაცხადა ბარნოვმა.