აქტუალური
საქართველოს “როსსელხოზნადზორის” წარმომადგენლები ეწვევიან
rosselhoznadzorსაქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. 15 აგვისტოს საქართველოს რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყების, როსსელხოზნადზორის” წარმომადგენლები ეწვევიან, რომლებიც საქართველოში სურსათის უვნებლობის სისტემასა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მცენარეული წარმოშობის პროდუქტებზე სერტიფიკატის გაცემის მექანიზმს შეისწავლიან.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში რუსი სპეციალისტები კახეთსა და დასავლეთ საქართველოს ესტუმრებიან და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეხვედრებს გამართავენ. ქართული მხარე თავის რუს კოლეგებს ქვეყანაში სურსათის უვნებლობის კონტროლის მთელ ჯაჭვს გააცნობს.
რუსეთის დელეგაცია საქართველოს 21 აგვისტოს დატოვებს.