უცხოეთი
შვედი პოლიტიკოსები ობამას ვიზიტს აპროტესტებენ

vizit-obamiსაქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. ოთხი შვედური საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტისას დემონსტრაციების გამართვას გეგმავს. მათი წარმომადგენლები ბარაქ ობამას „იმპერიალიზმის სიმბოლოდ“  მიიჩნევენ.

მეკობრეთა პარტიამ,  კომუნისტურმა პარტიამ სტოკჰოლმში და საზოგადოებამ „სოლიდარობა ერაყთან“ სერგელტორიეტის მოედანზე აქციის გასამართავად განაცხადი შეიტანეს. სამართლიანობის სოციალისტურ პარტიას სურს, მომხრეები ძველ ქალაქში მიუნტორიეტის მოედნისკენ გაიყოლოს.

ჯერჯერობით აქცია პოლიციასთან შეთანხმებული არ არის.

როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც ობამამ რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სექტემბერში დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა, G-20-ის შეხვედრამდე მან სტოკჰოლმში ვიზიტი დაგეგმა.