რელიგია
დღეს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია!

kazanis_eklesiaდღეს ლაგოდეხის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება. ტაძარი საქართველოს სხვადასხვა ეპარქიებიდან ჩამოსულ სასულიერო პირებსა და მრევლს უმასპინძლებს. ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის საყდარი ლაგოდეხში 1881 წელს აიგო.

ხატი თუნუქის ნაჭერზეა შესრულებული და, როცა მისგან ღუმელის საკვამური მილის გაკეთების მიზნით ხელოსანს თუნუქი გაუჭრია და უშუალოდ გამოსახულებას შეხებია, ხატს ხმა გამოუცია. შეშინებული კაცი გონებადაბნეული იქაურობას გასცლია, ხატი კი ერთ-ერთ მორწმუნეს საკუთარ სახლში შეუფარებია. შემდგომში ეს ხატი ლაგოდეხის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ესვენა, ამჟამად კი თავის სამყოფელს დაუბრუნდა. 12 წლის წინათ, 4 ნოემბერს, ლაგოდეხში ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საზეიმოდ გახსნა.