სამართალი
საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ იცხაკ აჰარონოვიჩთან ერთად თბილისის დიდ სინაგოგას ეწვია და შაბათის ლოცვას დაესწრო.
სინაგოგასთან მინისტრებს ჯამლეტ ხუხაშვილი დახვდა, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ-ებრაული მეგობრობის 26–საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური სამთავრობო კომისიის საპატიო წევრად გამოაცხადა. იცხაკ აჰარონოვიჩს კომისიის ხელმძღვანელობის სახელით სიმბოლურად გადაეცა ბურთი კომისიის წევრების ხელმოწერებით.
![]() |
![]() |