საზოგადოება
პუტინი: „С 300 – არ არის ყველაზე თანამედროვე კომპლექსები. მართალია, ისინი თავისი პარამეტრებით რამდენადმე უკეთესია, ვიდრე „პეტრიოტი“, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს С 400, და С 500–ც მალე იქნება. ეს, უდავოდ, ძალზე ეფექტიანი იარაღია“

1-inter-4საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. მოსკოვის ოლქი, ნოვო–ოგარიოვო, 2013 წლის 3 სექტემბერი, 09:00. „დიდი ოცეულის“ სამიტის წინ რფ–ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ინტერვიუ მისცა პირველ არხს (რუსეთი) და სააგენტო „ასოშიეიტედ პრესს“ (აშშ).

კორესპონდენტ კ. კლეიმიონოვის (1TV) შეკითხვაზე – აგრძელებს თუ არა ახლა რუსეთი მიწოდების და სირიული ტექნიკის მომსახურების კონტრაქტების შესრულებას? – ვ. პუტინმა, კერძოდ, უპასუხა:

„დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ ამას ვაკეთებთ და გამოვდივართ იქიდან, რომ ვთანამშრომლობთ ლეგიტიმურ მთავრობასთან და, ამასთან, არ ვარღვევთ საერთაშორისო სამართლის არანაირ ნორმებს, არცერთ ჩვენს ვალდებულებას. არ არსებობს გაეროს მიერ დაწესებული არცერთი შეზღუდვა სირიაში იარაღის მიწოდებაზე. და ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ბოევიკებისთვის იარაღის მიწოდება სრული მოცულობით ხორციელდება ამ შეიარაღებული კონფლიქტის პირველივე ნაბიჯებიდან, თუმცა საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად კონფლიქტური ქვეყნისთვის იარაღის მიწოდება დაუშვებელია“.

კ. კლეიმიონოვი: დავაზუსტებ ყველაზე თანამედროვე კომპლექს С‑300–ის თაობაზე: რუსეთმა სირიას ეს კომპლექსები მიაწოდა თუ არა?

ვ. პუტინი: С‑300 – არ არის ყველაზე თანამედროვე კომპლექსები. მართალია, ვფიქრობ, ისინი თავისი პარამეტრებით რამდენადმე უკეთესია, ვიდრე „პეტრიოტი“, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს С‑400, და С‑500–ც მალე იქნება. ეს, უდავოდ, ძალზე ეფექტიანი იარაღია. ჩვენ გვაქვს კონტრაქტი С‑300–ის მიწოდებაზე, ცალკეული კომპონენტები მივაწოდეთ, მაგრამ მთელი მიწოდება არ დასრულებულა, ჯერჯერობით ის შევაჩერეთ. მაგრამ თუ დავინახავთ, რომ ხორციელდება მოქმედი საერთაშორისო ნორმების დარღვევასთან დაკავშირებული რაღაც ნაბიჯები, ვიფიქრებთ, როგორ მოვიქცეთ მომავალში, მათ შორის – მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ასეთი მგრძნობიარე შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით.