საზოგადოება
პუტინი: „ამჟამად რუსეთის ფედერაციის არმიის ქვედანაყოფები საზღვარგარეთ არ არიან, გარდა ორი ბაზისა ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე და ჩვენი მშვიდობისმყოფელების მონაწილეობისა ოპერაციებში გაეროს მანდატის ფარგლებში. არ ვაპირებთ და არც ჩავერთვებით არანაირ კონფლიქტში"

1-inter-5საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. მოსკოვის ოლქი, ნოვო–ოგარიოვო, 2013 წლის 3 სექტემბერი, 09:00. „დიდი ოცეულის“ სამიტის წინ რფ–ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ინტერვიუ მისცა პირველ არხს (რუსეთი) და სააგენტო „ასოშიეიტედ პრესს“ (აშშ).

კორესპონდენტ კ. კლეიმიონოვის (1TV) შეკითხვაზე – ბევრი სახელმწიფოს ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ მათი ქვეყნები არანაირ პირობებში არ ჩაერთვებიან ამ კონფლიქტში (სირიაში – საქინფორმი). შეგიძლიათ თუ არა მსგავსი რამის თქმა?ვ. პუტინმა, კერძოდ, უპასუხა:

„თქვენს ყურადღებას მივაპყრობ იმას, რომ ამჟამად რუსეთის ფედერაციის არმიის ქვედანაყოფები საზღვარგარეთ არ არიან, გარდა ორი ბაზისა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და ჩვენი მშვიდობისმყოფელების მონაწილეობისა ოპერაციებში გაეროს მანდატის ფარგლებში. და ეს ძალიან კარგია, ჩვენ ეს ძალიან გვიხარია. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ და არც ჩავერთვებით არანაირ კონფლიქტებში.

რაც შეეხება რიგი ქვეყნების გადაწყვეტილებას, არ მიიღონ მონაწილეობა სამხედრო ოპერაციაში, გულახდილად რომ ვთქვა, ამან ძალიან გამაკვირვა, რადგან მიმაჩნდა, რომ დასავლურ საზოგადოებაში უკვე ყველაფერი გარკვეული ერთფეროვნების პრინციპებით კეთდება, რომელიც იმ გადაწყვეტილებებს ჰგავს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ყრილობებზე რომ იღებდნენ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. თურმე არსებობენ ადამიანები, რომლებიც უფრთხილდებიან თავიანთ სუვერენიტეტს, აანალიზებენ სიტუაციას და სიმამაცე ჰყოფნით, გადაწყვეტილებები საკუთარი ქვეყნების ინტერესებში მიიღონ, თავიანთ თვალსაზრისს იცავენ. ეს ძალიან კარგია, ეს მეტყველებს, რომ მსოფლიო მართლაც მყარი ხდება თავის მრავალპოლარულობაში“.