საზოგადოება
პუტინი: „თქვენ მასმედიაში მუშაობთ თუ „ცეერუში“?! ჩვენ ჩვენი წარმოდგენა გვაქვს იმაზე, რას და როგორ გავაკეთებთ სიტუაციის განვითარების შემთხვევაში – ან იარაღის გამოყენებით, ან გამოყენების გარეშე... მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა“

1-inter-6საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. მოსკოვის ოლქი, ნოვო–ოგარიოვო, 2013 წლის 3 სექტემბერი, 09:00. „დიდი ოცეულის“ სამიტის წინ რფ–ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ინტერვიუ მისცა პირველ არხს (რუსეთი) და სააგენტო „ასოშიეიტედ პრესს“ (აშშ).

კორესპონდენტ დ. დანიშევსკის (აპ) შეკითხვაზე – დავუშვათ, რომ პრეზიდენტი ობამა ძალადობრივი, ძალისმიერი ქმედებების გამოყენებაზე კონგრესის მხარდაჭერას მიიღებს. რას მოიმოქმედებს რუსეთი ასეთ შემთხვევაში? იქნებით თუ არა სირიის მხარეს, თუ სირიასთან ურთიერთობას გაწყვეტთ?ვ. პუტინმა, კერძოდ, უპასუხა:

„თქვენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მუშაობთ თუ „ცეერუში“?! ისეთ შეკითხვებს მისვამთ, რომლებსაც სხვა უწყებებიდან კოლეგები უნდა სვამდნენ. ეს არის რუსეთის გეგმები სიტუაციის ერთი, მეორე ან მესამე სცენარით განვითარების შემთხვევაში. ჩვენ ჩვენი წარმოდგენა გვაქვს იმაზე, რას და როგორ გავაკეთებთ სიტუაციის განვითარების შემთხვევაში იარაღის გამოყენებით, ან გამოყენების გარეშე. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა“.

დ. დანიშევსკი: მინდა დაგისვათ შეკითხვა პრეზიდენტ ობამას ვიზიტის შესახებ. ამ ვიზიტის გაუქმებით იმედგაცრუებული თუ ხართ?

ვ. პუტინი: დიახ, რა თქმა უნდა. ვისურვებდი, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოსკოვს სწვეოდა, რომ გვქონოდა შესაძლებლობა გვესაუბრა, დაგროვილ საკითხებზე გვემსჯელა. მაგრამ ამაში ვერც განსაკუთრებულ კატასტროფას ვხედავ.

...დიდ იმედს ვამყარებ იმაზე, რომ „ოციანის“ სამიტის ველებზე პეტერბურგში ჩემს ამერიკელ კოლეგასთან საუბარს შევძლებ. ჩვენი ყველა წინა შეხვედრა ძალიან კონსტრუქციული იყო. პრეზიდენტი ობამა – ძალიან საინტერესო თანამოსაუბრე და კონკრეტული, საქმიანი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, რომ თუ შეხვედრა მოხდება, თუნდაც მუშაობის ფარგლებში, „ოციანის“ მსვლელობისას, სამიტის ველებზე, ის თავისთავად უკვე სასარგებლო იქნება.

...კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს უკვე ვთქვი: ჩვენს საუბრებს ყოველთვის ძალზე კონსტრუქციული ხასიათი აქვს, ძალიან საგნობრივი და საკმაოდ გულახდილი. ამ თვალსაზრისით შეერთებული შტატების პრეზიდენტი ძალიან კარგი თანამოსაუბრეა, მასთან საუბარი ადვილია, იმიტომ რომ გასაგებია, რა უნდა ადამიანს, გასაგებია მისი პოზიცია, ის უსმენს თანამოსაუბრის, ოპონენტის პოზიციას, რეაგირებს მასზე. მასთან მუშაობა ჩემთვის საინტერესოა.