შსს–მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე საუნა-ბარ “ხოზეს" მენეჯერები დააკავა და საუნაში მომუშავე 10 ქალბატონი დაჰკითხა
საქართველო, 9 სექტემბერი,
საქინფორმი. თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე
შპს „საუნა-ბარ “ხოზეს" მენეჯერები: 1971 წელს დაბადებული
მზევინარ ვ. და 1985 წელს დაბადებული
ია გ. თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თბილისში, სანაპიროს ქუჩაზე მდებარე საუნის კლიენტებს ფართს პროსტიტუციისთვის გადასცემდნენ. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა საუნაში მომუშავე 10 ქალბატონი მოწმის სახით დაჰკითხეს.
გამოძიება სსსკ-ის 254-ე მუხლით (პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა) მიმდინარეობს.