„როცა თქვენ გიყურებთ, ვხვდები, რომ შემთხვევით არაფერი ხდება, შემთხვევითი გმირები არ არსებობენ, გმირებს ზრდიან დედები, მამები, ოჯახის წევრები. ზოგი იზრდება სამშობლოს დამცველად და ზოგი იმად, ვისაც ჰგონია, რომ მძინარე ცხინვალი ჩვენ გავაღვიძეთ და ვითომ არაფერი ყოფილა, არც რუსეთის შემოჭრა... და ომი საქართველომ დაიწყო. ჩვენ ჩვენს მიწაზე დავეცით, არსად წავსულვართ და უცხო ქვეყანა არ დაგვიპყრია. საქართველო დგას იმიტომ, რომ თქვენი შვილები ჩვენს მიწაზე დაეცნენ. ამიტომ ყველას თავისი მიეზღვება. გადარჩენილი და განვითარებული საქართველო იქნება უმკაცრესი განაჩენი როგორც ჩვენი მტრისთვის, რომელიც აუცილებლად ჩამოიშლება, ასევე ჩვენი შიდა მოღალატეებისთვის, რომლებმაც, სამწუხაროდ, ახლა წამოყვეს ბლომად თავი. ჩვენი მთავარი სიმტკიცის მარაგი თქვენი შვილები არიან. ისინი ცოცხლები არ არიან, მაგრამ უფრო ცოცხლები არიან, ვიდრე ბევრი ცოცხალი დღეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.