სამართალი
გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულმა 2008 წლის 18 ივლისს სოფელ ქვიშხეთში თანამზრახველთან ერთად, ურთიერთშელაპარაკებისას, „TT“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ორ მოქალაქეს სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიაყენა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და საქართველოს საზღვარი გადაკვეთა.
სამართალდამცველებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაში მყოფი სერგო გოგალაძე მიმდინარე წლის 10 სექტემბერს ესპანეთში დააკავეს. ამჟამად დაკავებულის მიმართ წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.