უცხოეთი
სიტუაცია სირიაში ახალ სიბრტყეზე ინაცვლებს

zarub-3-situacia-siriaსაქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. სირიის გარშემო არსებულმა სიტუაციამ მოულოდნელი ცვლილება განიცადა მას შემდეგ, რაც სირიის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ბაშარ ჯაფარმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ამიერიდან ქიმიური იარაღის აკრძალვის 1992 წლის კონვენციის სრულუფლებიანი წევრი ხდება. ახლა საკითხმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ჩარჩოებს მიღმა გადაინაცვლა.

ქიმიური იარაღის განადგურებაზე საერთაშორისო კონტროლს ქიმიური იარაღის ამკრძალავი ორგანიზაცია განახორციელებს, რაც დროებით მაინც შეწყვეტს გაეროს უსაფრთხოების საბჭოში ბატალიებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მიაღწიონ კონფლიქტის დარეგულირებას სირიაში.

12 სექტემბერს გაეროს გენერალურმა მდივანმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადისგან წერილი მიიღო, სადაც გამოთქმულია თანხმობა ქიმიური იარაღის ამკრძალავ ორგანიზაციასთან მიერთების თაობაზე. სირიის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ბაშარ ჯაფარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „იურიდიული თვალსაზრისით“ სირია ამ დღიდან ქიმიური იარაღის შემუშავების, წარმოების, დაგროვებისა და გამოყენების აკრძალვის შესახებ კონვენციის სრულუფლებიანი წევრია. ამასთან, ელჩის თქმით, ფორმალური მიერთების ვადებზე ზემოხსენებულ ორგანიზაციაში იმსჯელებნ.

ბენ კი მუნი, როგორც კონვენციის დეპოზიტარი, სირიის ამ გადაწყვეტილებას მიესალმა.