საზოგადოება
NDI: რუსეთი საქართველოსთვის რეალური საფრთხეა - 33%, საფრთხე არ არის – 25 %

1-saz-3-rusetiსაქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,838 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის შედეგების ცდომილება ორ პროცენტს არ აღემატება.

გამოკითხული მოქალაქეების 36% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია. რუსეთს საქართველოსთვის რეალურ საფრთხედ მიიჩნევს 33%, რუსეთს საქართველოსთვის საფრთხედ არ აღიქვამს 25%.

გამოკითხულთა 12%-ის აზრით, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გაუარესდა. 3% მიიჩნევს, რომ ამ კუთხით საქართველოში ვითარება არ შეცვლილა.

გამოკითხულთა 30%-ის აზრით, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობაში პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა.

აღნიშნულ კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.