საზოგადოება
რიჩარდ ნორლანდი: „ტრაგედიაა, რომ დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთი იზოლირებულია საერთაშორისო საზოგადოებისგან“

1-elchi-richardსაქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ–ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის შეფასებით, ტრაგედიაა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო საზოგადოებისგან იზოლირებულია. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

"მახსოვს, როდესაც 20 წლის წინ საქართველოში ვიმყოფებოდი, მქონდა საშუალება, მემოგზაურა ცხინვალის რეგიონში. ტრაგედიაა, რომ დღეს .. სამხრეთ ოსეთი იზოლირებულია საერთაშორისო საზოგადოებისგან. ტრაგედიაა, რომ ფერმერებს და აქ ცხოვრებლებს არ აქვთ საშუალება, ჩავიდნენ თავიანთ სოფლებში და მოინახულონ წინაპრების საფლავები. დღევანდელმა ვითარებამ კრიზისამდე არ უნდა მიგვიყვანოს. საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას", - განაცხადა ნორლანდმა და აღნიშნა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები სწორედ ამ პრობლემის გონივრული გადაწყვეტის გზის მოძებნას ემსახურება.

"თანამედროვე სამყაროში არ უნდა ვაშენებდეთ ბარიერებს. პირიქით, უნდა ვანგრევდეთ. ვფიქრობ, დღევანდელი ვითარებიდან გონივრული გამოსავლის პოვნა შესაძლებელია", - დასძინა აშშ-ის ელჩმა.