უცხოეთი
აბაშიძე: „თბილისისა და მოსკოვის პოზიციები ცხინვალში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საპირისპიროა“

1-abaSiZe-Zurabსაქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის პოზიცია, რომელიც ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციულ საზღვარზე - გორის რაიონის სოფელ დიცთან მავთულხლართების გავლებას ეხება, მიუღებელია ქართული მხარისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რფ-სთან ურთიერთობის დარეგულირების საქმეში ზურაბ აბაშიძემ 19 სექტემბერს პრაღაში რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე გააკეთა.

„ბატონ კარასინს თავისი აზრი აქვს. მას მიაჩია, რომ ახალი არაფერი იმაში, ე. წ. სასაზღვრო ხაზები რომ ივლება, რადგან ეს 2008 წლის ომის შედეგია და ეს პროცესი გრძელდება. ეს რუსული მხარის პოზიციაა, რაც, ბუნებრივია, მიუღებელია ჩვენთვისაც და საერთაშორისო თანამეგობრობისათვისაც“, - განაცხადა აბაშიძემ.