საზოგადოება
NDI: ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“ – 47%, „დემოკრატიული მოძრაობა“ – 8%

gadadgoma-ndiსაქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,838 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის შედეგების ცდომილება ორ პროცენტს არ აღემატება.

კვლევის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის გადადგომა საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოკითხულთა 62%-ის არჩევანზე გავლენას არ მოახდენს, 17% აცხადებს, რომ ნაკლებად მოსალოდნელია ხმა მისცეს „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ხოლო 8% ამბობს, რომ უფრო მეტად მოსალოდნელია, ხმა არ მისცეს „ქართული ოცნების კანდიდატს“, 11%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კითხვაზე, რომელ პარტიას მიიჩნევთ ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად, 47 პროცენტის პასუხია - „ნაციონალურ მოძრაობას“, 8% - „დემოკრატიულ მოძრაობას“, ხოლო გამოკითხულთა 5% ამ კატეგორიაში კვლავ „ქართულ ოცნებას“ ასახელებს.

NDI–ის კვლევას შვედეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ატარებს.