პუბლიკაციები
საერთაშორისო კონფერენციის – „XIX საუკუნის კავკასიური ომი: Realpolitik და „მეხსიერების ომები“ (ანკარა, 2013 წლის 30 სექტემბერი) – მონაწილეთა შემაჯამებელი განცხადება

poli-1-anal-1საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. საერთაშორისო კონფერენციის – XIX საუკუნის კავკასიური ომი: Realpolitik და „მეხსიერების ომები“ – მონაწილეთა შემაჯამებელი განცხადება.
ჩვენ, რუსეთის, თურქეთის, საქართველოს, აფხაზეთის, აზერბაიჯანის სამეცნიერო წრეების, ექსპერტთა საზოგადოების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მივესალმებით XIX საუკუნეში კავკასიის რეგიონის ისტორიის შესწავლის ახალი სამეცნიერო–საექსპერტო მოედნის შექმნას.
გამართული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ჩვენ განვიხილეთ ისტორიული წარსულის სადისკუსიო მხარეები, უახლესი გამოკვლევები, სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის ისტორიკოსთა თანამშრომლობის სიძნელეები და პერსპექტივები.

 

შესაძლებლად მიგვაჩნია გავაკეთოთ რიგი დასკვნები, რომლებიც, თუმცა აკადემიურ სფეროში დევს, შესაძლოა საინტერესო იყოს იმ დისკუსიებისთვის ჩვენი საერთო ისტორიის შესახებ, რომლებიც საზოგადოებაში იმართება.

1. ხანგრძლივი XIX საუკუნე, მისი სირთულე და დრამატიზმი

კავკასიის ხალხთა ისტორიაში XIX საუკუნე ერთ–ერთ „ხანგრძლივ“ საუკუნედ იქცა. როგორც გარდამავალი ტრადიციიდან ახალი დროებისაკენ და დამოუკიდებელი არსებობიდან რუსეთის იმპერიაში ინტეგრაციისკენ ის მეთვრამეტე საუკუნეში დაიწყო, ხოლო დასრულდა მეოცე საუკუნეში.

კავკასიის ისტორია იმ პერიოდში, რომელსაც ჩვენ შევეხეთ, უზარმაზარი სირთულით, მრავალფეროვნებით, დრამატიზმით გამოირჩევა. ფუნდამენტური სოციალური და ეკონომიკური ტრანსფორმაციების გადაჯაჭვა, დინამიკურად ცვლადი იდენტობებისა და ჯგუფების ურთიერთქმედება და დაპირისპირება ხდებოდა რეგიონში იმ ეპოქის უმძლავრესი სახელმწიფოების მეტოქეობის ფონზე.

კავკასიის ომი რუსეთისა და კავკასიის ხალხების ისტორიული ურთიერთქმედების მხოლოდ ერთ–ერთ ეტაპს წარმოადგენს, რომელიც გაცილებით უფრო ადრე დაიწყო და დღემდე გრძელდება.

მაგრამ კავკასიის ომი თავისი დროის პირობებში  წარმოადგენდა არა მარტორეგიონში ურთიერთობათა სარეთო სისტემის ერთ–ერთ განზომილებას. კავკასია რუსეთის იმპერიისთვის არა მარტო პოლიტიკური, არამედ კულტურული გამოწვევაც გახდა. სწორედ XIX საუკუნეში ის დამკვიდრდა კავკასიის სახელმწიფოდ და დაიწყო მოქალაქეობის და ახალი კულტურული პრაქტიკების გავრცელება სხვა გარემოში, რომელიც თანდათან მისი ხდებოდა.

კავკასია გახდა და დღემდე გამოდის რუსული მრავალფეროვნების და კულტურული სიმდიდრის უმნიშვნელოვანეს სათავედ.

2. ისტორია და მითები, პოლიტიკა და „მეხსიერების ომები“

XIX საუკუნის ისტორიაში ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობრივ და ტრაგიკულ მოვლენებს, რომლებმაც მათში მონაწილე სახელმწიფოებისა და ხალხებისთვის სხვადასხვა შედეგები გამოიწვია. ჩვენი თანამედროვეების თვალში, რომლებიც საკუთარი თავის იდენტიფიცირებას მაშინ დაპირისპირებულ მხარეებთან ახდენენ, ერთი და იგივე მოვნებეი გარდაუვალად იძენენ სხვადასხვა მნიშვნელობას, ხოლო წარსულის ინტერპრეტაციისთვის საკვანძოდ სხვადასხვა მოვლენებია მიღებული.

როდესაც ასეთ ინტერპრეტაციებს სრულ და საბოლოო ჭეშმარიტებად აცხადებენ, რომლებსაც დღევანდელ ცხოვრებაში უნდა მისდიონ, ისინი მითებად გარდაიქმნება. ისტორიული მითები ზოგჯერ – გულწრფელი შეცდომებით, ზოგჯერ კი პოლიტიკური კონიუნქტურით  წარმოიშობა.

თანამედროვე ისტორიული მეცნიერება განწირულია თანაარსებობისთვის იმასთან, რასაც ინგლისურენოვანი ავტორები „folk-history“–ს უწოდებენ. ისტორიულ მასალაზე ასეთი მითშემოქმედება, რომელიც თავისთავად იმდენადვე უწყინარია, რამდენადაც უსარგებლო, შესაძლოა „მეხსიერების ომებად“ გარდაიქმნას, თუ მის გამოყენებას არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსები იწყებენ. „მეხსიერების ომები“ იწარმოება არა წარსულის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნის დასამკვიდრებლად. ისინი, ვინც ჭეშმარიტებას ეძებს, ერთმანეთს კი არ ეომებიან, არამედ ერთმანეთისგან სწავლობენ.

3. პროფესიონალი ისტორიკოსების როლი

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ „მეხსიერების ომების“ წინააღმდეგ საშუალება – პროფესიონალიზმი და ღია აკადემიური დისკუსიაა. ისტორიკოსთა პროფესიული საზოგადოება არ ემიჯნება თანამედროვეობის მოთხოვნებს. მაგრამ ის მათზე პასუხობს საკუთარი კრიტერიუმების – აკადემიური კვლევითი მუშაობის წესებისა და ნორმების მიხედვით.

ვვარაუდობთ, რომ პროფესიონალი ისტორიკოსისადმი საკვანძო მოთხოვნა – ეს არის იმ მოვლენათა როგორც რეგიონული, ისე გლობალური კონტექსტის ცოდნა, რომლებსაც ის შეისწავლის.

კავკასიის ომის ისტორიაში არაერთი ტრაგიკული ფურცელი იყო. ბევრმა რეგიონმა, რომლებიც თავისი დროის უმსხვილესი სახელმწიფოების მეტოქეობის ველი აღმოჩნდნენ, მსგავსი ბედი განიცადეს, სასტიკი ლოკალური ომების და იძულებითი მასობრივი მიგრაციების ჩათვლით. XIX საუკუნის კავკასიის ისტორია კიდევ იმით არის გართულებული, რომ ამ ასწლეულში მსოფლიო უფრო შეკრული და ერთიანი ხდებოდა, ვიდრე წინა ეპოქაში იყო – და ეს საერთაშორისო მეტოქეობას უფრო ინტენსიურს და მწვავეს ხდიდა.

პროფესიონალი ისტორიკოსი დაინტერესებულია ყველა ფაქტის არა მიჩუმათებაში, არამედ აღმოჩენაში, რათა ააგოს კავკასიის ომის, როგორც გარკვეული ეპოქის ისტორიული მოვლენის დასაბუთებული, მტკიცებითი და არაწინააღმდეგობრივი ინტერპრეტაციები. ამ ფაქტებს ის იმ ეპოქის კონტექსტში, იმ დროის წარმოდგენებთან და პრაქტიკებთან შესაბამისად შეაფასებს. ხოლო თუ მისი კვლევის საგანი რუსეთ–კავკასიის ურთიერთობის უფრო ფართო ისტორიაა, რომელიც მის თანამედროვე პერიოდსაც შეიცავს, მაშინ წარსულის მოვლენები შეფასდება რეგიონის ქვეყნებისა და ხალხების თანამედროვე და პერსპექტიული ინტერესების კონტექსტში.

4. საერთო წარსული, სარეთო მომავალი

არსებობს პოლიტიკური კონიუნქტურისაგან დამოუკიდებელი ერთობა რუსეთის და კავკასიის ყველა ხალხის ინტერესებისა, რომლებიც ერთნაირად არიან დაინტერესებული მშვიდობაში, ხანგრძლივ სტაბილურობასა და წარმატებულ განვითარებაში. განგების ნებით ეს ერთობა რეგიონის საზღვრებს სცილდება.

რუსეთში, თურქეთში, სირიაში, იორდანიაში, ისრაელში, აფხაზეთში და სხვა ქვეყნებში მცხოვრები ადიღეელების და სხვა კავკასიელი ხალხების ძმური კავშირების შენარჩუნება და განვითარება შეიძლება გახდეს წინაპირობა შავი ზღვის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში მომავალი კეთილმეზობლური ურთიერთობებისთვის.

ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი საერთო ისტორია შესაძლებელია და უნდა გახდეს ნიადაგი არა მტრობისა და დაყოფისთვის, არამედ გულწრფელი დაინტერესებული დიალოგის და კულტურული გაცვლისთვის.

ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგა ისტორიკოსებს ასეთი დიალოგისკენ, რომელიც წარსულის შთაგონებულ და ღრმა შესწავლაზე იქნება დაფუძნებული.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სწორედ პოლიტიკური კონიუნქტურისგან თავისუფალი მეცნიერული პროფესიონალიზმი შეიცავს საკუთარ თავში ყველაზე მყარ და პატიოსან მოქალაქეობრივ პოზიციას.

ანკარა, 2013 წლის 30 სექტემბერი