სამართალი
შსს-მ კორუფციული სქემა გამოავლინა და ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი ამხილა

samart3საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე გამოვლენილი და მხილებულია ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ თბილისის მომსახურების ცენტრის უფროსი, 1982 წელს დაბადებული ზურაბ მექვაბიშვილი, ხოლო ქრთამის მოთხოვნასა და აღებაში დახმარების ფაქტზე მხილებულია 1967 წელს დაბადებული მოქალაქე მალხაზ ბ.

ზურაბ მექვაბიშვილი თანამდებობრივი უფლებამოსილების და საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქალაქის შუამავლობითა და დახმარებით კორუფციულ გარიგებაში შედიოდა პირებთან, რომლებსაც სურდათ თბილისში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი ქონების შეძენა.

გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.