საზოგადოება
სამხედროების მოწამვლის ფაქტს შპს „ქართული კვების კომპანია“ კატეგორიულად უარყოფს

sazogad1საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. შპს „ქართული კვების კომპანია“ კატეგორიულად უარყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სამხედრო ნაწილში სამხედრო მოსამსახურეთა მოწამვლის ფაქტს.

გავრცელებული ინფორმაცია რამდენიმე ასეული სამხედრო მოსამსახურის მოწამვლასთან დაკავშირებით სინამდვილეს არ შეესაბამება. რამდენიმე ჯარისკაცს, და არა ათეულობით  ან ასეულობით მათგანს, მხოლოდ ერთხელ დაუდგინდა დიარეა საველე ბაზაზე. სამხედროები დაუყოვნებლივ გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მათ შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.