საზოგადოება
,,ქართულ-აფხაზური სამეგობრო” - „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ენგურის ხიდზე მშვიდობიანი აქცია გამართა

1-saz-1-engurzeსაქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. კოალიცია ,,ქართული ოცნების’’ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ენგურის ხიდზე  ღონისძიება გამართა სახელწოდებით ,,ქართულ-აფხაზური სამეგობრო, რომელშიც ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა და სხვადასხვა ეთნოსის  წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ახალგაზრდება აფხაზურენოვანი ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.

რუხის ციხიდან ახალგაზრდებმა მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს ენგურის ხიდის მიმართულებით. საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა სიმბოლურად ცაში ფრანები გაუშვეს წარწერით „ჩვენ გვიყვარს აფხაზეთი!“.

ახალგაზრდების განცხადებით, მათი მიზანია, ახალმა თაობამ საერთო ენა  გამონახოს აფხაზ და ოს თანატოლებთან კომუნიკაციის აღდგენის მიზნით.