სამართალი
სამართალდამცველებმა წყალტუბოში უცნობი მამაკაცი იპოვეს

1-sam-2-ucnobiსაქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. 2013 წლის 3 ოქტომბერს შსს-ს საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლებმა წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე დაახლოებით 35-დან 45 წლამდე ასაკის უცნობი მამაკაცი იპოვეს, რომელიც ვერ ასახელებს თავის ვინაობას, სავარაუდოდ, მას სმენის და მეტყველების პრობლემა აქვს.

გარეგნობის აღწერილობა: ქართული იერსახის, თხელი აღნაგობის, სუსტი პირისახის, დაახლოებით 1,80 მ სიმაღლის, შავ-ჭაღარა მოკლე შეთხელებული თმით, შავი წვრილი რკალისებრი წარბებით, სწორი ცხვირით, თაფლისფერი თვალებით.

განსაკუთრებული ნიშნები: არ აღენიშნება. ტანთ აცვია: მოთეთრო ფერის სპორტული ფეხსაცმელი, თეთრი ფერის შარვალი, ლურჯი ფერის თეთრზოლიანი გრძელსახელოიანი პერანგი და შავი ფერის ტყავის ქურთუკი ელვა შესაკრავით.

აღნიშნული პიროვნების ამოცნობის შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს შემდეგ ნომრებზე: 577 526618, 577 529897.