საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: „მე არ დავესწრები უშიშროების საბჭოს, რადგან ასეთი ფორმით მოწვევა მასკარადს ჰგავს“

1-saz-2-maskaradiსაქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. უშიშროების საბჭოს ასეთი ფორმით მოწვევა მასკარადს ჰგავს, - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილ უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის თაობაზე პრეზიდენტის შეთავაზებას. მინისტრის განცხადებით, იგი სხდომას არ დაესწრება. 
"უშიშროების საბჭოს მოწვევის ფორმა იყო ძალიან არასერიოზული. ზოგადად, ჩემი პოზიციაა, რომ მე პირადად არ დავესწრები უშიშროების საბჭოს, რადგან მიმაჩნია, რომ პირველ რიგში ასეთი ფორმით მოწვევა არ უნდა ხდებოდეს უშიშროების საბჭოსი და მეორე - მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვეულებრივი, ფორმალური, რაღაც მასკარადის მსგავსი. მე პირადად არ ვაპირებ და ვიცი, რომ მთავრობის წევრებიც არ აპირებენ დასწრებას", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მთავრობას უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარების გამო შესთავაზა, რის შესახებაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
იცით, რომ გრძელდება მცოცავი ოკუპაცია. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ამ საკითხზე სასწრაფო მსჯელობაა საჭირო. სწორედ ამიტომ მთავრობას გადავცემ პრეზიდენტის თხოვნას, რომ შაბათს შეიკრიბოს უშიშროების საბჭო”, – აღნიშნა ბარნოვმა.
ამასთან, ბარნოვის თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე, შესაძლოა, საუბარი სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის საკითხსაც შეეხოს.