საზოგადოება
კახა თარგამაძე: „არსებობს მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანის გეგმა და ამას ამერიკის მთავრობა ხელმძღვანელობს“

1-saz-3-kaxaსაქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. ვანო მერაბიშვილი ჩემი კოლეგა არასდროს ყოფილა და არც იქნება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა შს მინისტრმა კახა თარგამაძემექსკლუზივ ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა მერაბიშვილის განცხადების პასუხად, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებას კახა თარგამაძესთან შეკითხვები არ აქვს, მას ურჩევნია, ციხეში იჯდეს.

„რომელი პროფესიონალი ეს მყავს, ცხოვრებაში ერთი სპეცოპერაცია ჩაუტარებია საერთოდ მაგ ნაძირალას და ენაბლუ გარეწარს? ქვეყნის გატყავება, ბიზნეს-წილების წართმევა, ადამიანების გაუპატიურება ცოცხებით, დუბინკებით და მერე ამის გადაღება ჰგონია პროფესიონალიზმი და მინისტრობა ვანო მერაბიშვილს? ვანო მერაბიშვილის კითხვების დასასმელი რა მჭირს ანდა ამ ახალი ხელისუფლების? თუკი რაიმე ჰქონდათ ჩემთან შესაკითხი, ვინ უშლიდათ ხელს, ვერ მკითხეს? მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს და კონკრეტულად ვანო მერაბიშვილს, რამე რომ ჰქონოდა ჩემ წინააღმდეგ, როგორ ფიქრობს ვინმე, ეს ჯალათები მე დამინდობდნენ?“, - განაცხადა თარგამაძემ და, ამასთან, აღნიშნა, რომ „თუ სამართლიანობის ნატამალიც კი შემორჩა საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილი უნდა დააკავონ და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ“, თუმცა, მისი ცნობით, სააკაშვილს ქვეყნიდან გააპარებენ.

„დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს  მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანის გეგმა და ამას ამერიკის მთავრობა ხელმძღვანელობს. მიხეილ სააკაშვილს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მეორე დღეს ქვეყნიდან გააპარებენ. ამერიკელებს თუ მაინცდამაინც უნდათ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა, ჯერ ის 12 მილიარდი აშშ დოლარი დააბრუნოს უკან, რაც მან საქართველოს 9 წლის განმავლობაში მოჰპარა და მერე სადაც უნდა, იქ წაეთრეს“, - განაცხადა თარგამაძემ.