საზოგადოება
პრემიერი ივანიშვილი: „27 ოქტომბრიდან ერთ კვირაში გეცოდინებათ, ვინ იქნება ახალი პრემიერი“
1-axali-premieriსაქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. 27 ოქტომბრიდან ერთ კვირაში გეცოდინებათ, ვინ იქნება საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება "მოამბეში", სოფო მოსიძისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. „ეს შეთანხმდება ჯერ საბჭოზე, შემდეგ შეთანხმდება ფრაქციაში. 27 ოქტომბრის შემდგომ დაიწყება ამ საკითხის განხილვა. 27 ოქტომბრიდან ერთ კვირაში გეცოდინებათ, ვინ იქნება ახალი პრემიერი. ერთი კვირის განმავლობაში, მე ვფიქრობ, უკვე შეთანხმებული იქნება საბჭოსთანაც და კოალიციასთან ახალი კანდიდატი. მე დიდი ხანია ვუყურებდი რამდენიმე ადამიანს, მქონდა ჩემი პრიორიტეტები დაფიქსირებული, ვისზე, როგორ და აბსოლუტურად ჩემი პრიორიტეტები თანმიმდევრულად სწორად ვითარდება და კარგია, რომ მე არჩევანის საშუალება მაქვს. კარგი პრემიერი ეყოლება ამ ქვეყანას“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.