საზოგადოება
პრემიერი ივანიშვილი: „სააკაშვილი ებრძვის საკუთარ სახელმწიფოს, სულ ოპოზიციაში დარჩა ეს საცოდავი საკუთარ ხალხთან!“

1-sacodavi-saz-1საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. სააკაშვილი პრეზიდენტი როცა იყო, მაშინაც ოპოზიციაში იყო საკუთარ საზოგადოებასთან, - ამის შესახებ პრემიერმა ივანიშვილმა პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“, სოფო მოსიძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„სააკაშვილი სულ ებრძოდა საკუთარ სახელმწიფოს. სულ ებრძოდა და სულ ოპოზიციაში დარჩა ეს საცოდავი საკუთარ ხალხთან. პრეზიდენტი როცა იყო, მაშინაც ოპოზიციაში იყო საკუთარ საზოგადოებასთან და დღესაც გამალებით ებრძვის საკუთარ სახელმწიფოს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტმა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო უნდა გადაეჩვიოს საზღვარგარეთიდან კარნახით ქვეყნის მართვას.