საზოგადოება
ჯეიმს აპატურაი: „თითოეული ქართველი კმაყოფილი უნდა იყოს იმით, რომ ალექსი მათ საქმეს აკეთებს“
1-JamesAppathurai-saz-3საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილთან შეხვედრას ეხმაურება. "ალექსი პეტრიაშვილმა ცხადად, რეალურად და დამაჯერებლად ილაპარაკა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე და მათი მაღალ დონეზე ჩატარების შესახებ. ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე. ჩვენ ასევე ღიად განვიხილეთ საქართველოს წინაშე არსებული ყველა სირთულე. ვიცი, რომ საქართველოში განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები ზოგჯერ ძალიან ძლიერია, მაგრამ თითოეული ქართველი კმაყოფილი უნდა იყოს იმით, რომ ალექსი მათ საქმეს აკეთებს", - წერს ჯეიმს აპატურაი.