უცხოეთი
შჩერბაკოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
1-ucx-zaderzhanსაქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. ახალგაზრდა კაცის რეზონონასულ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორჰან ზეინალოვი, რამაც კვირას დასავლეთ ბირიულოვოს რაიონში არეულობები გამოიწვია, პოდმოსკოვიეს კოლომნაში დააკავეს. გასულ კვირას თავდაპირველად ღონისძიება მშვიდობიანად მიმდინარეობდა, რამდენიმე ასეული ადგილობრივი მცხოვრები ქუჩაში გამოვიდა ეგორ შჩერბაკოვის მკვლელის პოვნის, ბოსტნეულის ბაზის დახურვისა და სამიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრების მოთხოვნით. ისინი ასევე მოითხოვდნენ ამ მუნიციპალური წარმონაქმნის გამგეობის ხელმძღვანელის გადადგომას. შემდეგ კი პოლიციასთან დაპირისპირება დაიწყო.