საზოგადოება
საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. ბეჭდური მედიის და რადიოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“, ჟურნალისტის კითხვაზე - საპრეზიდენტო არჩევნების წინ ე. წ. საზღვრისპირა სოფლებში რუსეთის გააქტიურება და იქ მოსახლეობისთვის პრობლემების შექმნა რუსეთის მხრიდან მისთვის სასურველი კანდიდატისთვის ფონის შექმნას ხომ არ ემსახურება, ამასთან, ვილნიუსის სამიტის წინ ხომ არ ხდება რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის პრობლემების შექმნა და ზეწოლა – პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა:
„ის, რომ დაბალი არჩევანი გვაქვს და ძალიან დაბალეფექტურია ხელისუფლების ქმედება, სწორედ რომ წინა მთავრობისგან დანატოვარი საჩუქარია. მათ მოახერხეს ისეთ ჩიხში შეყვანა დღევანდელი ურთიერთობის, რომ არაეფექტურია ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება, გარდა იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია კონკრეტულ მოსახლეობას, რომელზეც პირდაპირ ხდება ძალადობა, დავეხმაროთ.