უცხოეთი
ამერიკამ დეფოლტის საფრთხე დროებით თავიდან აიცილა
1-amerika-defoltსაქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა კანონპროექტს სახელმწიფო დაწესებულებების  დაფინანსების აღდგენისა და საგარეო ვალის ზღვარის გაზრდის შესახებ. ამის შესახებ BBC იუწყება. 
გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტს მხარი დაუჭირეს კონგრესში და წარმომადგენლობით პალატაშიც. თუმცა, ეს „ომში“ გამარჯვება კი არა, მხოლოდ პაუზაა, რომელიც ქვეყანას თავიდან ააცილებს ტექნიკური დეფოლტის საფრთხეს და ბიუჯეტზე მოლაპარაკებებს რამდენიმე თვით გადადებს. სენატში კანონპროექტს მხარი დაუჭირა 81 კონგრესმენმა 18-ის წინააღმდეგ, წარმომადგენლობით პალატაში კი კანონპროექტი 285 ხმით გავიდა 144-ის წინააღმდეგ. 
მიღებული კანონპროექტით, აშშ-მა თავიდან აიცილა დეფოლტის საფრთხე საგარეო ვალის ლიმიტის გაზრდის ვადის ამოწურვამდე ერთი საათით ადრე. 
კანონპროექტის თანახმად, ფედერალური უწყებების დაფინანსება 2014 წლის 15 იანვრამდე გაგრძელდება და ათასობით ადამიანი, რომელიც სამი კვირის განმავლობაში იძულებით შვებულებაში იმყოფებოდა, სამსახურში დაბრუნდება. 
იმის გამო, რომ პრეზიდენტმა და კონგრესმენებმა დროულად ვერ შეათანხმეს ფედერალური ბიუჯეტი ახალი საფინანსო წლისათვის, ამერიკის მთავრობას „შათდაუნი“ დაემართა,  რაც  შტატებს უკვე 24 მლრდ დოლარი დაუჯდა.