უცხოეთი
საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. ბირიულოვოს მოვლენებმა რუსეთში კვლავ გაამწვავა ნაციონალური საკითხი. გასულ კვირას მოსკოვში მომხდარმა არეულობებმა მთელ ქვეყანაში აღშფოთების ტალღა გამოიწვია. ბირიულოვოს მოვლენები ყველაზე განსჯად თემად იქცა ინტერნეტში, ხოლო რუსმა ბლოგერებმა და მომხმარებლებმა „კავკასიური საკითხის“ მათებური გადაჭრის გზები უჩვენეს.
რუნეტის მომხმარებლები იმითაც არიან აღშფოთებული, რომ კავკასიელებმა „გაავსეს“ არა მარტო რუსეთის ბაზრები, არამედ სამინისტროებიც. განსაკუთრებით მწვავე კრიტიკის საგანი გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. როგორც აღმოჩნდა, რუსეთის დიპლომატიურ მუშაკთა მნიშვნელოვანი რიცხვს კავკასიელები შეადგენენ. ამასთან დაკავშირებით რუსმა ბლოგერებმა დიპლომატების 35-კაციანი „შავი სია“ შექმნეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო Haqqin.az ავრცელებს.