სამართალი
საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩს ალექსანდრა ჰოლ ჰოლს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მინისტრმა ელჩს შსს-ში გატარებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს, სამომავლო გეგმებსა და წინასაარჩევნო გარემოს.