პოლიტიკა
ბესელია მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

aqcia4მოძრაობის „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ლიდერი ეკა ბესელია საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალებს ''წარმომადგენლობითი სახალხო კრების'' ირგვლივ კონსოლიდაციას და 25 ნოემბერს აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა ბოლომდე მისაყვანია.

"ჩვენ დაღლის უფლება არ გვაქვს და იმედი არ უნდა დავკარგოთ, რადგან ქართველი ხალხი გამარჯვებამდე ძალიან ახლოსაა. ჩვენ ვამზადებთ პროცესს, რომელიც ქართველი ხალხის ბრძოლას დაასრულებს. სახალხო კრებაზე ხელისუფლების მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული განიხილება. 25 ნოემბერს ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, რათა ამ დღეს ხალხმა ხელისუფლება გაასამართლოს", - განუცხადა საქინფორმს ეკა ბესელიამ.