უცხოეთი
პუტინი: „ევროკავშირთან ასოცირების შემდეგ უკრაინა საბაჟო კავშირში ვერ გაწევრდება“

Putinსაქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან, რომელიც მინსკში დსთ-ს ქვეყნების სამიტზე ჩავიდა, ვლადიმერ პუტინმა უწინ დაგეგმილი ცალკე შეხვედრის ნაცვლად საერთო ვახშამზე გადაწყვიტა გასაუბრება.

მანამდე რუსეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ საჯაროდ განმარტა, თუ რატომ არის კიევისთვის წამგებიანი ევროკავშირთან ხელშეკრულების გაფორმება. ჟურნალისტის კითხვაზე – ეწინააღმდეგება თუ ემხრობა იგი ევროკავშირთან უკრაინის მიერ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას, მან მიუგო: „არც ვეთანხმები და არც ვეწინააღმდეგები. ეს საერთოდ არ არის ჩვენი საქმე. ეს უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ხელმძღვანელობის სუვერენული უფლებაა“ და იქვე აღნიშნა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში უკრაინა ვერ შეძლებს საბაჟო „სამეულის“ ქვეყნებს შეუერთდეს.