აქტუალური
ბენდუქიძე საპენსიო ფონდის წინააღმდეგ

sapensio-fondiეკონომიკის ყოფილ მინისტრს და ამჟამად თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორს, კახა ბენდუქიძეს მიაჩნია, რომ საქართველოს საპენსიო ფონდის სისტემა თავის მოტყუების პრინციპს ეფუძნება. მას მიაჩნია, რომ ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს შეფასების საკუთარი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, ვის სჭირდება დახმარება და ვის არა.

„როცა მე გავალ პენსიაზე, როგორ ფიქრობთ, უნდა დამეხმაროს სახელმწიფო? რატომ უნდა მქონდეს მე, რომელსაც ყველაფერი მაქვს, და იმ ადამიანს, რომელსაც არაფერი აქვს, ერთნაირი პენსია? ყველა ქვეყანამ უნდა შექმნას შეფასების საკუთარი სისტემა, რომელს სჭირდება დახმარება და რომელს - არა. უბრალოდ, საზოგადოების ერთი ნაწილი ღარიბია, მეორე - მდიდარი. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს მას, ვისი შემოსავალიც საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. სულ მცირე, მოსახლეობის ნახევარი „სოციალური სიკეთეებით“ არ უნდა სარგებლობდეს", - დასძინა კახა ბენდუქიძემ.

ბენდუქიძეს ასევე მიაჩნია, რომ საპენსიო ფონდი მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, თუ ქვეყანაში ისტორიულად აღინიშნება მოსახლეობის ზრდა.

მკითხველებს შევახსენებ, რომ საპენსიო ფონდსა და მოსახლეობის გაჭირვებაზე ის ადამიანი საუბრობს, რომელმაც საქართველოში ყველაფერი გაყიდა, ტყეებითა და ისტორიული შენობა–ნაგებობებით დაწყებული, საკუთარი სინდისით დამთავრებული. ბოლოს კი საზოგადოებას მდინარეების აუზის გაყიდვაც კი შესთავაზა...