უცხოეთი
ქართული დელეგაცია ჟენევაში გაემგზავრა

Jenevskieსაქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. ქართული დელეგაცია ჟენევის მოლაპარაკებებზე გაემგზავრა. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირება ჟენევის მოლაპარაკებების წამყვანი საკიტხი იქნება და სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ეს ფორმატიც.

მისი თქმით, რფ-თან ურთიერთობების დარეგულირებისატის ამ ეტაპზე სხვა ფორმატი არ არსებობს, ამიტომ დიდი მნიშნელობა ენიჭება ჟენევის მოლაპარაკებების ტრიბუნის გამოყენებას.

„მიმაჩნია, რომ ეს ფორმატი აუცილებელია შევინარჩუნოთ, რადგან სხვა ფორმატი არ არსებობს. შესაბამისად, სანამ არ გამოჩნდება სხვა, უკეთესი ფორმატი (ჯერჯერობით კი ამის შანსი არ არის), საჭიროა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჟენევის მოლაპარაკებატა ფორმატი“, - განა ხადა ზაქარეიშვილმა.