ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის პოსტზე წარდგენისას მის ბიოგრაფიაზე ისაუბრა. საქინფორმი სთავაზობს თავის მკითხველს საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოკლე ავტობიოგრაფიას:
დაბადების თარიღი და ადგილი:
1982 წლის 28 ივნისი, ქ. თბილისი.
განათლება:
1999-2004 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობები;
2002-2004 წწ. - სორბონის უნივერსიტეტი „Paris-I“, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი, სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობები (პარიზი, საფრანგეთი);
2005 წ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობები, მაგისტრატურა;
პროფესიული გამოცდილება:
2001-2002 წწ. - საქართველოს პარლამენტი, სტაჟიორი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.
2004-2005 წწ. - შპს "ბურჯის" (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის საგარეო შესყიდვების განყოფილების მენეჯერი;
2005 წლის მაისი-ოქტომბერი - შპს "ბურჯის" (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2005-2008 წწ. - სააქციო საზოგადოება "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტის თანაშემწე;
2006 წ. - საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი;
2007-2012 წწ. - სს "ბანკი ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
2005-2012 წწ. - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე. გენერალური დირექტორი;
2009-2012 წწ. - შპს "ქართული ოცნების" დირექტორი;
2012 წლის თებერვალი-ოქტომბერი - პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი;
2012 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი;