პოლიტიკა
„ის ენა, რომელიც მომავალი პრეზიდენტისთვის მისაღები სასაუბრო ენაა, ჩვენთვის ოკუპანტის ენაა!“ - ფოთში რუსეთის დროშა დაწვეს

1droSa-pol-1საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, საბავშვო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში რუსული დროშის გამოფენა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების თქმით, ქალაქში, რომელიც 2008 წელს რუსი ოკუპანტების მიერ დაიბომბა,  რუსული დროშა არ უნდა ფრიალებდეს. პროტესტის ნიშნად „თავისუფალი ზონის“ აქტივისტებმა რუსეთის სახელმწიფო დროშა დაწვეს შეძახილებით: „ძირს რუსი ოკუპანტები! საქართველოს გაუმარჯოს!“.

„თავისუფალი ზონის“ აქტივისტთა განცხადებით, ის, რაც ამ ხელისუფლებამ ფოთში გაბედა, იმ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, რასაც ივანიშვილის მთავრობა მიზანმიმართულად ახორციელებს“.

„ის, რომთავისუფალი ზონისწევრებმა გააპროტესტეს და რუსული დროშა დემონსტრაციულად დაწვეს, გმირობის ტოლფასია!

ის ენა, რომელიც მომავალი პრეზიდენტისთვის მისაღები სასაუბრო ენაა, ჩვენთვის ოკუპანტის ენაა!

ის, რომ ნელ-ნელა თავს გვახვევენ რუსულ პოლიტიკას, ჩვენთვის შეურაცხმყოფელია!

და ამიტომ!

ჩვენ ყველგან და ყოველთვის დავიცავთ ჩვენს მიწა-წყალს და ჩვენს ქართველობას!

ჩვენ საქართველოსთვის თავდადებული, „მიშას თაობავართ, რომლებმაც კარგად ვიცით თავისუფლების ფასი და საკუთარი მამულის დაცვა!

ჩვენ ყოველთვის შეგეწინააღმდეგებით! ჩვენ არასდროს დავთმობთ!“ - აცხადებენ აქციის მონაწილენი.

თავის მხრივ, ფესტივალის ორგანიზატორები პოლიტიკურ მოტივებს ემიჯნებიან და ამბობენ, რომ ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი რუსულმა მხარემ თავად გამოთქვა. ფოთის მერიის განცხადებით კი, თვითმმართველობა ფესტივალის ორგანიზატორებს მხოლოდ საორგანიზაციო საკითხებში ეხმარება.