პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩი აღიარებს, რომ პირადად პრეზიდენტ სააკაშვილის წვლილი საქართველოს ტრანსფორმირების საქმეში ძალიან დიდია

1semnembi-pol-2საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის ოფიციალურ გვერდზე Facebook-ში გაავრცელა ფოტოსურათი წარწერით,  რომელიც მას გუშინწინ, ა.წ. 6 ნოემბერს, საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა გაუგზავნა:

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
ეს არის საქართველოში ეუთოს მონიტორინგის მისიის წარმომადგენლის, ჩემი კოლეგის პიტერ სემნების ფოტო, რომელიც გადაღებულია 1993 წელს.  

ეს ფოტო ნათლად გვახსენებს იმას, თუ რამდენად შეიცვალა საქართველო და რამდენად დიდია პირადად თქვენი წვლილი მსოფლიოს ამ ნაწილის ტრანსფორმირების საქმეში. 
პატივისცემით,
რიჩარდ ნორლანდი, აშშ-ის ელჩი 
6 ნოემბერი, 2013

1semnembi-pol-2-qvem