„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2013 წლის 14 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და განხორციელებული საქმიანობის სტატისტიკა მოითხოვა.
„ახალგაზრდა ადვოკატებს“, 2013 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დასმულ საკითხებზე შემდეგი სახის საჯარო ინფორმაცია მიაწოდა:
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს ელექტრონული პროგრამის მონაცემების თანახმად, საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით, დარეგისტრირებულია 48662 წერილი, ხოლო 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით - 20739 წერილი. ასევე გაცნობებთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით, პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილია 92 მუშაკი, მათ შორის: 58 პროკურორი, 6 გამომძიებელი და 28 სხვა მუშაკი. მითითებულ პერიოდში დაინიშნა 322 მუშაკი, მათ შორის: 151 პროკურორი, 49 გამომძიებელი, 49 სტაჟიორი და 73 სხვა მუშაკი”.
საქართველოს პროკურატურამ, პროგრამული ხარვეზის გამო, ორგანიზაციის მოთხოვნას, უცხო ქვეყნის რამდენი მოქალაქის განცხადება იქნა დარეგისტრირებული პროკურატურაში 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით და როგორია სტატისტიკა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით შემოსული განცხადებების გეოგრაფიული მაჩვენებლის შესახებ, უარით უპასუხა.