პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაზე სხვა დროშის აღმართვა - ქვეყნის სიმბოლოების მიმართ აგდებული დამოკიდებულება ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან!” - საქართველოს მთავრობის განცხადება

1flag-pol-2საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი.
საქართველოს მთავრობის განცხადება
რამდენიმე საათია საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშის ნაცვლად სხვა დროშაა აღმართული.

საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო დროშა არის საქართველოს სახელმწიფო დროშის ერთადერთი ვარიანტი, აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო დროშად სხვა დროშის გამოყენება. ამავე კანონით დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშა მუდმივად აღიმართება საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაზე. საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენების დადგენილი  წესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაზე სხვა დროშის აღმართვა კანონის უხეში დარღვევაა და დაუშვებელია ქვეყნის სიმბოლოების მიმართ აგდებული დამოკიდებულება ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან.

მივმართავთ პრეზიდენტ სააკაშვილს, დაიცვას კანონი და დაუყოვნებლივ აღმართოს საქართველოს სახელმწიფო დროშა პრეზიდენტის რეზიდენციის შენობის თავზე.

2013 წლის 9 ნოემბერი