უცხოეთი
საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. „მის ვენესუელა“ გაბრიელა ისლერი "მის სამყარო 2013"-ის ტიტულის მფლობელი გახდა. ჯილდოდ მას 120 000 დოლარად შეფასებული გვირგვინი და 250 000 დოლარის ღირებულების ფასიანი საჩუქრები ერგო.კონკურსში მეორე ადგილი 23 წლის ესპანელმა პატრიცია როდრიგესმა დაიკავა, მესამე ადგილზე კი 22 წლის ეკვადორელი კონსტანცა ბაესი გავიდა.
რუსეთს კონკურსზე „მის როსია-2013“ ელმირა აბდრაზაკოვა წარმოადგენდა.
"მის სამყაროს" ფინალური ღონისძიება მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ "კროკუს სიტი ჰოლში" გაიმართა. შოუზე დასასწრებად რუსეთის დედაქალაქში საგანგებო რეისით ამერიკელი მილიარდერი, დონალდ ტრამპი ჩავიდა, რომელმაც კონკურსზე უფლება 1996 წელს შეიძინა.
ჟიურის ცნობილი ამერიკელი როკ-ვარსკვლავი სტივენ ტაილერი ხელმძღვანელობდა.
მოსკოვში „მის სამყარო“ პირველად გაიმართა.
![]() |