პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: „ეს აკვიატება, რომ ყოველ მეორე სიტყვაში ვიძახოთ „ოკუპაცია“ - მარაზმია!“

1tina-xidasheliსაქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი სოჭის ოლიმპიადაზე გიორგი მარგველაშვილის დასწრების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ახალ პრეზიდენტს ჯერ მიღებული არ აქვს.

საკითხი იხილება, მთავრობაში ამაზე საუბრობენ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა გარემოებები იქნება იმ მომენტისთვის და მეორე - რისთვის წავა, თუ წავა, ქართული ელეგაცია სოჭში", - განაცხადა ხიდაშელმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განმარტებით, ოპოზიცია ოკუპაციის საკითხის წინ წამოწევას და ამ თემით მანიპულირებას ცდილობს.

გიორგი მარგველაშვილს არავისთვის არაფერი აქვს დასამტკიცებელი იმასთან მიმართებაში, როგორია მისი დამოკიდებულება ოკუპაციის მიმართ. ეს აკვიატება და აჩემება, რომ ყოველ მეორე სიტყვაში უნდა ვიძახოთოკუპაცია" - მარაზმია",- აღნიშნა ხიდაშელმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილის მიერ რუსული არხისთვის მიცემული ინტერვიუს შეფასებისას მისმა ოპონენტებმა განაცხადეს, რომ ახლად არჩეულ პრეზიდენტს ინტერვიუში სიტყვა „ოკუპანტი" არ უხსენებია, რაც სამარცხვინოა. შალვა ნათელაშვილმა კი პრეზიდენტის ინტერვიუს სამშობლოს ღალატი უწოდა.