სამართალი
საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 1983 წელს დაბადებული მაკა ლ. ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული 6 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 0,496656 გრ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.