პოლიტიკა
“ველოდებით თქვენს ჩამობრძანებას ნატოსს სათავო ოფისში” - ნატოს გენერალური მდივანი გიორგი მარგველაშვილს ულოცავს

1-nato-pozdravil-pol-1საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი.
ბატონო პრეზიდენტო,
გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას. გისურვებთ წარმატებას, როგორც ახლად არჩეულ პრეზიდენტს და გამოვთქვამ მომავალში თქვენთან თანამშრომლობის სურვილს.

არჩევნების შედეგად საქართველომ კიდევ ერთხელ გააძლიერა დემოკრატიის საფუძვლები და გადადგა კონრეტული ნაბიჯი ევროატლანტიკური სტანდარტებისკენ. საქართველო NATO-სთვის განსაკუთრებული  პარტნიორია იმ მნიშვნელოვანი წვლილით, რომელიც მან შეიტანა საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF-ის) ოპერაციაში.

ნება მომეცით, კვლავ დაგარწმუნოთ, რომ ალიანსის მოკავშირეები  მადლიერებას გამოხატავენ საქართველოს, როგორც ISAF-ში NATO-ს ყველაზე დიდარაწევრი მონაწილის მიმართ და აფასებენ სურვილს NATO-ს მიერ ISAF-ის შემდგომ წვრთნებში, რეკომენდაციებში და მისიის დახმარებაში მონაწილეობის მიღებისათვის.

თქვენი ქვეყანა წარმოადგენს პარტნიორს, რომელიც ისწრაფვის ნატოს წევრობისაკენ და ჩვენ ახლოს ვთანამშრომლობთ ნატო-საქართველოს კომისიასა და ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამებში  ქვეყანაში მომავალი რეფორმების განხორციელებისათვის. საქართველომ გვიჩვენა მტკიცე პროგრესი უკანასკნელი წლების განმავლობაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, როგორც ქვეყნის ლიდერი, წვლილს შეიტანთ ქვეყნის პროგრესში. მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ძალები ერთად განაგრძობენ მუშაობას, რათა მიღწეულ იქნ ამბიციური მიზნები ქართველი ხალხის კეთილდღეობისათვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებას თქვენს საპრეზიდენტო ვადაში.  ველოდებით  თქვენს ჩამობრძანებას ნატოსს სათაო ოფისში.

გულითადად თქვენი

ანდრს ფოგ რასმუსენი
ნატოს გენერალური მდივანი