აქტუალური
მომავალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან განსაკუთრებით დაახლოებულნი ვაშინგტონს ეწვივნენ - ამერიკული მხრიდან შეხვედრის მონაწილეები უწინდელი პოზიციების გადახედვის მზადყოფნას გამოთქვამენ

1izvestia-akt-1საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. 2013 წლის 11 ნოემბერს დასრულდა ვაშინგტონში ქართული დელეგაციის ვიზიტი პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის დავით თარხან-მოურავის ხელმძღვანელობით, - იუწყება “იზვესტია”.

ეს უკვე მეორე მნიშვნელოვანი მოვლენაა აშშ-ის დედაქალაქში ბოლო თვის განმავლობაში, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგეები მონაწილეობენ - 3 კვირის წინ აშშ-ის კონგრესის შენობაში გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. ამჟამინდელი თბილისელი სტუმრები ცოტა ხნის წინ დანიშნული პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაახლოებულ პირებად ითვლებიან.

როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობაზე  ძლიერ ზეწოლას ახორციელებს ახალი ხელისუფლებისთვის “კოჰაბიტაციის” - ხელისუფლების სისტემაში მყოფ სააკაშვილის ერთგულ ხალხთან ერთობლივად ქვეყნის მართვის -  თავს მოხვევის მიზნით. თარხან-მოურავი და ღარიბაშვილი ცნობილი არიან, როგორც ძველი კადრების თავიდან მოშორების და ადამიანის უფლებების ხელყოფაში დამნაშავე სააკაშვილის ჩინოვნიკების გასამართლების მომხრეები.

ქართველი სტუმრები თეთრ სახლში შეხვდნენ პრეზიდენტ ობამას მრჩეველ მეთ ნოსანჩუკს, ცსს-ს ყოფილ დირექტორს ჯეის ვულსის, ისინი სენატისა და კონგრესის საგარეო საქმეთა კომისიებშიც მიიღეს.

დავით თარხან-მოურავმა “იზვესტიას” უთხრა: “ვიზიტმა მეტად წარმატებულად ჩაიარა. ჩვენ ყველაზე მაღალ დონეზე მიგვიღეს, რაც მთელი მსოფლიოსთვის საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე მიუთითებს. ეს პირველი ნაბიჯებია მძიმე პერიოდის შემდეგ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეაბილიტაციისკენ. მოლაპარაკების მსვლელობისას ქართულმა მხარემ მოუთხრო საქართველოში აშშ-ის რეიტინგის შესამჩნევი ვარდნის შესახებ იმ რეჟიმის სრული მხარდაჭერის გამო, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევდა და თავად ქვეყნის ინტერესებს უზარმაზარი ზიანი მიაყენა. მოლაპარაკების მონაწილე ცნობილმა ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა აღნიშნა ამერიკელი თანამოსაუბრეების მზადყოფნა რეგიონში მათი პოლიტიკის ზოგიერთი ასპექტის გადახედვისთვის. მანვე ილაპარაკა ამერიკულ მხარესთან მიღწეულ სრულ ურთიერთგაგებაზე 1993 წლის ქართველი დევნილების საკითხში. ტრაგიკული ბედი დაახლოებით ორასი ათასი ქართველისა, რომლებიც იმ შფოთიან დროს სახლ-კარის გარეშე დარჩნენ, რუსეთთან მოლაპარაკების საგანი არ გახდა იმ მიზეზით, რომ სააკაშვილმა მოსკოვთან კონსტრუქციულ დიალოგზე უარი თქვა. თბილისში მონაბერი ახალი სიო საშუალებას იძლევა ამ საკითხზე გაეროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულება დაიწყოს რუსეთისა და აშშ-ის მონაწილეობით.

ქართულ პოლიტიკაში ახალი ტრენდის ნიშნად შეიძლება მივიჩნიოთ ასევე მოლაპარაკების დროს თბილისის შიშის განხილვა თურქეთის მხრიდან მზარდ რევანშისტულ ტენდენციებთან დაკავშირებით. ბოლო დრომდე ოფიციალური თბილისი ნატოსკენ საერთო სწრაფვის ფარგლებში ანკარის მიმართ ”განსაკუთრებული დამოკიდებულებისადმი”  განსაკუთრებული ლოიალობის დემონსტრირებას ახდენდა”.

ვიზიტის მომზადებაში აქტიურად მონაწილე ებრაელმა პოლიტოლოგმა ავიგდორ ესკინმა ხაზი გაუსვა, რომ “ბოლო დრომდე ამერიკელებთან კონტაქტი სააკაშვილის და მისი გარემოცვის პრეროგატივა იყო და ამის შეცვლა უკვე მოხერხდა. ახალ პრემიერთან დაახლოებულმა სტუმრებმა არსებითად შეცვალეს ქართული დღის წესრიგი, განსაკუთრებით გამოყვეს რა დევნილების პრობლემა და თურქეთში არსებული ტენდენციებით შეშფოთება გამოთქვეს”.

იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოში მონაბერი ახალი ქარი აღმოჩნდება არა ცვალებადი, არამედ რბილი, პერმანენტული და სასიკეთო.