პოლიტიკა
უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტები გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

1-ulocaven-pol-2საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი.
თქვენო აღმატებულებავ!
უკრაინელი ხალხის სახელით და ჩემგან პირადად, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას.

დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფოს მეთაურად თქვენი არჩევით უკრაინა-საქართველოს ურთიერთობ მომავალშიც განვითარდება მეგობრობისა და ურთიერთგაგების საფუძველზე.

მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ გავააქტიუროთ ორმხრივი პოლიტიკური დიალოგი, გავაფართოვოთ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთქმედება უკრაინელი და ქართველი ერების სასარგებლოდ.

გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას საპასუხისმგებლო სახელმწიფოებრივ საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ერს ვუსურვებ კეთილდღეობას და აყვავებას.

პატივისცემით,

ვიქტორ იანუკოვიჩი

 

თქვენო აღმატებულებავ,

მოხარული ვარ გადმოგცეთ ჩემი გულითადი მილოცვა საქართველოს ახალ პრეზიდენტად თქვენი არჩევის გამო.

ვსარგებლობ შემთხვევით გადმოგცეთ ჩემი ღრმა რწმენა, რომ მოლდოვის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული ტრადიციული მეგობრული ურთიერთობ მომავალში უფრო გაძლიერდება ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საერთო სარგებელისათვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და წარმატებას თქვენს მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა.

ნიკოლაე ტიმოფტი

 

თქვენო აღმატებულებავ,

ნება მიბოძეთ, მთელი გულით მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევა.

მოხარული ვარ, რომ ურთიერთობ ჩვენს ქვეყნებს შორის არის მეგობრული, უპრობლემო და ის წარმატებით ვითარდება ეკონომიკის სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენ ორნი, ჩვენი საპრეზიდენტო პოსტებიდან, წვლილს შევიტანთ მის გაძლიერებაში.

ბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას თქვენს პროფესიულ და პირად ცხოვრებაში.

მილოშ ზემანი

ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი