სამართალი
საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის ა/რ სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმსა და გონიოში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად 14 სასტუმროს მეპატრონეები და ადმინისტრატორები პროსტიტუციისათვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით დააკავეს.
აღნიშნული პირები გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისათვის ოთახებს სისტემატურად უთმობდნენ. სასტუმროებსა და კლუბებში მომუშავე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაიკითხნენ.